Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ოცნებამ” დიდი შეცდომა დაუშვა” – ეკა გიგაური

February 11, 2026
“პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მხოლოდ იმის გამო ასამართლებენ, რომ ისინი აკრიტიკებდნენ ივანიშვილს” – გიგაური

“ოცნებამ” დიდი შეცდომა დაუშვა” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების კომენტარს გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაზე.

  • ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია “ფეიკ ნიუსების” განმხილველ ორგანოდ მოიხსენია.

ეკა გიგაურის თქმით, “ოცნება” ერთის მხრივ თავს ესხმის შეერთებული შტატების ორგანოს და მეორეს მხრივ აჩვენებს, რომ თითქოს ურთიერთობის დალაგება სურს.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ეს განცხადებები მიზნად ისახავს იმას, რომ მათმა ამომრჩეველმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე საქართველოს შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არ დაიჯერონ.

ერთის მხრივ ისინი [“ქართული ოცნების” წარმომადგენლები] დებენ ფოტოებს [აშშ-ის] ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის, თუ შეხვედრის მცდელობის, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს და მეორეს მხრივ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ორგანოს [აშშ-ის ჰელსინკის კომისიას], რომლის ხელმძღვანელიც და თავმჯდომარეც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია, რომელიც არის ძალიან გავლენიანი პირი და მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებული პირი. 

ამიტომ, ერთის მხრივ მათ თავს ესხმიან და მეორეს მხრივ ანახებენ, რომ თითქოს ურთიერთობის დალაგება უნდათ. სინამდვილეში, ურთიერთობის დალაგება უნდათ, ალბათ, თავისი პირობებით, რაზეც აშშ არ წავა. ეს არის, ალბათ, მთავარი მიზეზი, რატომაც ასე საუბრობენ არის ის, რომ მათ ზუსტად იციან რა გაჟღერდება იქ [ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს შესახებ გაიმართება], ზუსტად იციან რა ინფორმაცია გაჟღერდება, ზუსტად იციან რა კითხვებს დასვამენ სენატორები, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმიტომ, რომ კონგრესში საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს ყოველთვის ასე იყო, მიუხედავად იმისა ვინ იყო ხელისუფლებაში. 

მე ვფიქრობ, რომ ეს მათი [“ოცნების”] მხრიდან იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამზადებენ თავიანთ მომხრეებს იმისთვის, რომ არ დაუჯერონ იმ ინფორმაციას, რაც გაჟღერდება სხდომაზე,” – განაცხადა ეკა გიგაურმა. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა…ნინო ჯღარკავამ მიჩივლა” – მაია დარსმელიძე
  • საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge