სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“ამ კაცს უნდა იცნობდეთ…
მარიოპოლის მცველი, ლეგენდად ქცეული აზოვის რაზმის მეთაური, მერვე მოწვევის რადას დეპუტატი ანდრეი ბელეცკი.
კადიროვმა მისი მოკვლისთვის ნახევარი მილიონი დოლარი დააწესა ჯილდოდ. პასუხი კი ასეთი მიიღო :
„რა შეიძლება ვთქვა? პირველი, როგორც მეფე ლეონიდასი ამბობდა, მოდი და აიღე, თუკი გჭირდება.
და მეორე, პირადად მე შენთვის, რამზან, გროშსაც არ გადავიხდიდი. ისედაც ჩაძაღლდები, მოგკლავენ არა ფულისთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენს მიწაზე შემოიჭერით. დაიმახსოვრე ეს და დაიჯერე, რომ შენი ცხოვრება არ იქნება ხანგრძლივი“