რუსთავი-ლილოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ამსახველ კადრებს “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
