ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად ამხნევებს და გულშემატკივრობს, მადლობას უხდის.
„ჩემო კეთილო ადამიანებო, მადლობა ყველაფრისთვის, გმადლობთ, რომ ლოცულობთ და თბილ სიტყვას არ იშურებთ. უფალი დიდია და მე მჯერა, ჩემი ალექსანდრე დაგვაჯერებს, რომ სასწაულები ხდება.
მჯერა, რომ ჩვენი ბედნიერების თანამოზიარენი გახდებით, უფლის ნებით.
მინდა, თითოეული თქვენგანი უსაზღვროდ ბედნიერები იყოთ და დალოცვილები. მიყვარხართ“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
