მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, მოყვეს მისი შვილის საქმეზე სიმართლე, რომელიც მისი თქმით, დიდი ხანია გახსნილია.
იზა ომაძის განცხადებით, “რომ არა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მფარველობა , ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია“.
მეგობრებო ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ!!!ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას!!!
ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე, მადლობა მას ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის.
მე ყველას ვერ გპასუხობთ , არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ერთს გეტყვით რომ არა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მფარველობა , ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია !!! მე ჭორაობის დონეზე არ დავიყვან ნიკოს საქმეს!!! მოყვეს პროკურატურა!!! ყველა ფაქტი ჰქონდათ მაშინვე!!! ცოტა ხნის წინ ამაოდ გამიჩნდა იმედი , რომელიც მალევე გამიქარწყლდა!!! კი ბატონო ვიღებ გამოწვევას, დიახ მეც
მჭირდები საქართველოვ!!!!! საქმე გახსნილია!!!!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgiaგადმოდგი ტრიბუნა!!!!!,-
ან სად მივალ ტრიბუნით ეგ უკვე მე ვიცი!!!!,- წერს იზა ომაძე.
22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
