ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა იანვარში 5.1 პროცენტი შეადგინა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლიდან ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო.
საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2026 წლის იანვარში ინფლაციამ 5.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 4.8-პროცენტიან ინფლაციაზე.
ცალკეულ კომპონენტებს რაც შეეხება, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 9.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 2.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -2.1%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 0.0%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -0.5%; ჯანმრთელობა – 8.2%; ტრანსპორტი – -0.4%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -5.0%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 5.3%; განათლება – 2.3%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 9.4%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 2.4%;
პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 10.0%.
