ერთი შეხედვით, შეიძლება ონკანის წყალი კრისტალურად სუფთა ჩანდეს მაგრამ ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევებით იყოს დაბინძურებული.
ხშირ შემთხვევაში კი მისი წყარო კი უხარისხო მილებია, რომელიც რეაქციაში შედის წყალთან და იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიებისა და სოკოების გასამრავლებლად, ყველაზე მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება, მიკროპლასტიკით დააბინძუროს ის.
მიკროპლასტიკის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა დაკავშირებულია ჰორმონალურ დისბალანსთან, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან, რეპროდუქციული სისტემის დარღვევებთან და ზოგიერთი ტიპის სიმსივნეებთან. ბავშვების შემთხვევაში ორგანიზმში პლასტიკის, ტყვიისა და მსგავსი მინარევების მოხვედრა იწვევს განვითარების შეფერხებას და მათ შორის კოგნიტიური უნარების დაქვეითებას.
დეტალურად განვიხილოთ, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას უხარისხო მილებიდან მოხმარებულმა წყალმა, რა ტიპის მილებია ყველაზე უსაფრთხო და რა ვითარებაა საქართველოში ამ კუთხით: განაგრძეთ კითხვა…
