ევროპასა და ზელენსკისზე დონალდ ტრამპის ზეწოლით არ უნდა აღვფრთოვანდეთ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.
„არაერთხელ გვითქვამს, არ უნდა აღვფრთოვანდეთ იმით, რაც ხდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელებს, ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ადგილი რომ მიუჩინა და მათგან დამორჩილებას მოითხოვს, ეს ყველაფერი კარგია, თუ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა გვსურს, მაგრამ ჯერ იქ არ ვართ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მეორე რაუნდი აბუ დაბიში გაიმართა, წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბირთვული ენერგიის გლობალურ ბაზარზე რუსეთის წამყვანი პოზიცია ამერიკელებისთვის გამოწვევაა და მათ ამის შეცვლა სურთ.
