შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
“ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ჰერმეტულად დალუქულ ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1 კილო და 300 გრამი „მარიხუანა” და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებადაა ამოღებული” – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
