Monday, February 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება – როგორია “ოცნების” ახალი გეგმა

February 9, 2026
თსუ-ს სენატი განათლების სამინისტროს მოუწოდებს, შეწყდეს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესი

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი შემდეგია – “თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით”.

მან ასევე თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, ასევე, თქვა, რომ “არ შეეხებიან” სამედიცინო უნივერსიტეტის შენობას.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მან თქვა, რომ კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან მსჯელობა ექნებათ და “შეჯერდებიან საერთო გადაწყვეტილებაზე”.

“რაც შეეხება რექტორებს, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება, რექტორებიც რჩებიან, თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი პროცედურები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის.

შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი – თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში, ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივია, ვერ შევეხებით და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, დღეს გვქონდა ამაზე საუბარი, გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია, შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე”, – თქვა კობახიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. ეს განცხადება ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის შესაბამისად, სტუ – “წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად” გარდაიქმნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ მიიყენა თვითდაზიანებები მედიკოსმა – ახალი დეტალები ხდება ცნობილი
  • კრემლმა რუსი გენერლის მკვლელობის მცდელობის საქმე გააქტიურა
  • “მივაღწიეთ შეთანხმებას”- რას აცხადებს განათლების მინისტრი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge