Monday, February 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ხვალიდან სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის განხორციელება – ერთ-ერთ მთავარი მიზანი რჩება სტუ-ში აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება”- გივი მიქანძე

February 9, 2026
“მე-11 კლასში რეპეტიტორიუმი შეიქმნება – ასევე, 2028 წლისთვის დასრულდება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე მუშაობა” – გივი მიქანაძე

ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული , – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სტუ და თსუ აღარ გაერთიანდება, თუმცა სტუ “წმინდა ტექნიკურ“ უნივერსიტეტად გარდაიქმნება.

გივი მიქანაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მზიანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება.

„მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო ტექნიკური მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, უკვე ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული. აქვე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ ვნახავთ: რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მოზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორიენტირებული იმ განაცხადზე, რასაც ყოველთვის ვამბობდით, თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
  • “ხვალიდან სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის განხორციელება – ერთ-ერთ მთავარი მიზანი რჩება სტუ-ში აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება”- გივი მიქანძე
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge