“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, კლინიკა “ვივა მედში” იმყოფება. ინფორმაცია “ტვ პირველის” ეთერში ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დაადასტურა.
“ნიკა ამჟამად გადაყვანილია “ვივა-მედის” კლინიკაში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებთან დაკავშირებით, მისი ჯანმრთელობის შესახებ არ მაქვს უფლება გავავრცელო ინფორმაცია”- თქვა ადვოკატმა.
მისი თქმით, ბრალის წარდგენა სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდება, რაც პოლიტიკოსს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.
“tv პირველებმა” ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას ახალ ბრალდებას დღეს წარუდგენენ.
ადვოკატი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან.
თორნიკე ქოჩქიანი ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მოსამართლემ პოლიტიკოსი პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა. კონდახაშვილის თქმით, ამ პროცესს თავადაც ესწრებოდა, თუმცა მელიას მხირდან მოსამართლის შეურაწხყოფას ადგილი არ ჰქონია.
