Monday, February 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტს 523 მოქალაქის ხელმოწერით პეტიცია წარედგინა

February 9, 2026
პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტს 523 მოქალაქის ხელმოწერით პეტიცია წარედგინა

პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტს 523 მოქალაქის ხელმოწერით პეტიცია წარედგინა. პეტიციაზე ხელმომწერი პირები პარლამენტისგან გამონაკლისის დაშვებას და 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში იმ ბავშვების ჩარიცხვის უფლებას ითხოვენ, რომლებიც 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაიბადნენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პეტიციაზე ხელმოწერების ნამდვილობა შეისწავლა და დღეს გამართულ სხდომაზე დაადგინა, რომ 523 ხელმოწერიდან 508 ხელმოწერა რეგლამენტის დაცვით იყო შესრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი განსახილველად შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს უნდა გადაეცეს.

აღსანიშნავია, რომ პეტიცია პარლამენტში გასულ კვირას დარეგისტრირდა. ასევე, გასულ კვირას დაჩქარებული წესით განიხილეს და სამივე მოსმენით “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღეს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.

როგორც პეტიციაზე ხელმომწერები აღნიშნავენ, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ასაკობრივი ზღვრის ცვლილების ინიცირება სკოლებში რეგისტრაციის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე განხორციელდა, როდესაც სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებსა და ბავშვებს უკვე ჰქონდათ მკაფიო ინფორმაცია და მოლოდინი, რომ ბაღის ან წინასასკოლო მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, ბავშვები პირველ კლასში შესვლას შეძლებდნენ.

“ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო მათი მიზანმიმართული მომზადება სკოლის ეტაპზე გადასასვლელად. რეგულაციის შეცვლა სასწავლო წლის მიმდინარეობისას შეეხება ბავშვებს, რომლებიც უკვე აკადემიურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან და თავს მომავალ პირველკლასელებად აღიქვამენ. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმის გაგება, რომ ისინი ვერ წავლენ პირველ კლასში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი თანატოლების დიდი ნაწილი სკოლაში მიდის, ბავშვებისთვის მნიშვნელოვან ფსიქოემოციურ-სტრესს წარმოადგენს და სწავლის მოტივაციას აზიანებს.

ამასთან, წინასასკოლო მომზადების პროგრამებში ჩართულ ბავშვებს მოუწევთ იმავე წინასასკოლო პროგრამის ხელახლა გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მზად არიან სკოლისთვის. ეს კი ზრდის რისკს, რომ ბავშვში განვითარდება სოციალურ-ემოციური და შემეცნებითი ინტერესის დაქვეითება, მათ შორის — მომავალში პირველი კლასის სასწავლო მასალის მიმართ მოტივაციისა და ინტერესის შემცირება.

2026-2027 წლის სასწავლო წლისთვის გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინება სამართლიან და პროპორციულ გადასვლას უზრუნველყოფს და უპირველესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მის ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და ასაკის შესაბამის განვითარებას მოემსახურება.

გთხოვთ, 2026/2027 სასწავლო წლისთვის: – მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება მიეცეს 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს ან სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით მოხდეს იმ ბავშვების მზაობის შეფასება, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ და შეფასების საფუძველზე მოხდეს 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“, – ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვენობაში სკოლა გაქურდეს და მანდატურების ტანსაცმელი მოიპარეს
  • ქუთაისის კლინიკაში ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა – რა ინფორმაცია ვრცელდება
  • ნიკა მელია “ვივა-მედში” იმყოფება – tv პირველი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge