ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ – ოპოზიციის სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან. ბრალის წარდგენა რუსთავის ციხეში, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკოსს ოთხი ბრალდება წაუყენეს.
ნიკა მელიას ბრალი უკვე წაუყენეს მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე. მან წყალი მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს შეასხა, როცა ეს უკანასკნელი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლა განიხილებოდა.
ნიკა მელიას ბრალად „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედება. გირაო მას სწორედ ამის საქმეზე შეუფარდეს, თუმცა მელიამ თქვა, რომ არც გირაოს გადაიხდიდა და არც 30 მაისის სასამართლო პროცესს დაესწრებოდა.
29 მაისს, საღამოს, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა ის ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
ამასთან, ნიკა მელია იმ 8 პოლიტიკოს შორის არის [მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე] რომელთა მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
უფრო კონკრეტულად: ოპოზიციის ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო: უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებით.
