Monday, February 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეაჩერონ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამის სტატუსის ცვლილების პროცესი – ილიაუნი

February 9, 2026
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეაჩერონ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამის სტატუსის ცვლილების პროცესი – ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტატუსის ცვლილების შესახებ განცხადებას არვცელებს.

ისინი შეშფოთებას გამთქვამენ, სახელმწიფოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

ჩვენ, აკადემიური და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის (300 კრედიტი) 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია დარგის სპეციალისტების, უნივერსიტეტების, პროფესიული და აკადემიური საზოგადოების ჩართულობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პოლიტიკის, აკადემიური თავისუფლებისა და პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებს. საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე, რაც ეფუძნება გრძელვადიან პროცესს და მოითხოვს უნივერსიტეტების წარმომადგენლების, დამსაქმებლების და პროფესიონალების პარიტეტულ ჩართულობას.
როგორც ცნობილია, მასწავლებელი ასრულებს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ბავშვის განათლების პირველ და ფუნდამენტურ ეტაპზე. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციები განპირობებულია არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნით, არამედ ბავშვის კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების სიღრმისეული გაგებით, ინტერდისციპლინარული სწავლებით, დიფერენცირებული და ინკლუზიური სწავლების პრაქტიკებით. ამგვარი კომპეტენციების ჩამოყალიბება მოითხოვს ხანგრძლივ, ეტაპობრივ და აკადემიურად დაბალანსებულ მომზადებას, რასაც 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა ვერ უზრუნველყოფს.
მოქმედი პროგრამა, რომელიც 2025 წელს დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე შეიქმნა, ეფუძნება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასა და ჰოლისტურ მიდგომას. ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო მოდელი უზრუნველყოფს როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე პედაგოგიური და კვლევითი კომპეტენციების სინთეზს. პროგრამა ამზადებს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებულ მასწავლებელს, ხოლო დამატებითი კრედიტების არჩევის შესაძლებლობა საზოგადოებრივ მეცნიერებებში მნიშვნელოვნად აფართოებს ახალგაზრდა კადრების დასაქმების არეალსა და შესაძლებლობებს.
არსებული ინტეგრირებული პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა ხანგრძლივი, სისტემური და სუპერვიზირებული პრაქტიკა, რომელიც ეტაპობრივად აერთიანებს თეორიას სასკოლო გამოცდილებასთან. პროგრამის ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირება გარდაუვალად გამოიწვევს პრაქტიკული კომპონენტის მოცულობისა და ხარისხის დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, დააზიანებს კურსდამთავრებულთა პროფესიულ მზაობას რეალური სასკოლო გარემოსთვის.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩაშენებული სპეციალური მასწავლებლის მოდული, რომელიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ინტეგრირდა პროგრამაში, ამავდროულად წარმოადგენს ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან საფუძველს. პროგრამა, ასევე, ორიენტირებულია გენდერულ მგრძნობელობასა და ინკლუზიაზე, რაც სტუდენტებს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მართვის კომპეტენციებს უვითარებს. პროგრამის შეკვეცა საფრთხეს უქმნის ამ მოდულის შინაარსობრივ სიღრმეს და პრაქტიკულ ეფექტიანობას, აგრეთვე, ადამიანის უფლებებსა და სპეციალურ განათლებაზე ორიენტირებული კურსების სწავლებას, რაც ეწინააღმდეგება თანასწორი განათლების უზრუნველყოფის დეკლარირებულ მიზნებს.
პროგრამის ხანგრძლივობის შემცირება, ამასთანავე, რისკის ქვეშ აყენებს კვლევითი უნარების განვითარებას, ხანგრძლივი დამოუკიდებელი პრაქტიკის გავლას და აკადემიური კომპეტენციების საფუძვლიან ჩამოყალიბებას. აღნიშნული ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში შეაფერხებს პროფესიაში შესვლის პროცესს და გარდაუვალ ზიანს მიაყენებს განათლების საერთო ხარისხს.
საერთაშორისო პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადება, უმეტეს შემთხვევაში, ხორციელდება მინიმუმ ოთხ-ხუთწლიანი პროგრამებით და ხშირად ითვალისწინებს მაგისტრის ხარისხის კვალიფიკაციას. პროგრამის საბაკალავრო დონემდე დაყვანა საქართველოს აშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს და ამცირებს კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარების შესაძლებლობას.

თუ გადაწყვეტილების მიზანი მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემის სწრაფად მოგვარებაა, მაშინ ჩვენი აზრით, პრობლემის ძირითადი მიზეზი არა მასწავლებელთა მომზადების ხანგრძლივობაში, არამედ პროფესიის დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ მიმზიდველობაშია. ყველაზე დიდი გამოწვევა არახელსაყრელი სამუშაო პირობები და შეზღუდული კარიერული პერსპექტივებია. მასწავლებელთა მომზადების ხელოვნურად შემცირება ამ ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ გადაჭრის; პირიქით, ეს გამოიწვევს პერსონალის ხარისხის დაქვეითებას და, გრძელვადიან პერსპექტივაში, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის განათლების სისტემის მდგრადობას.
ვფიქრობთ, რომ განათლების სისტემის ისეთი ფუნდამენტური კომპონენტის ცვლილება, როგორიცაა მასწავლებლის მომზადება, შეუძლებელია განხორციელდეს ღია პროფესიული და აკადემიური კონსულტაციების გარეშე. ასეთი პრაქტიკა ასუსტებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას და ნდობას საგანმანათლებლო პოლიტიკის მიმართ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედმა სასწავლო პროგრამებმა წარმატებით გაიარეს კლასტერული აკრედიტაცია 2025 წელს, რაც მათ შვიდი წლის განმავლობაში კანონიერად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. ამ პროგრამების სამ წლამდე მექანიკურად შემოკლება მნიშვნელოვნად ცვლის სწავლის შედეგებს, რაც დარგობრივი მახასიათებლების ცვლილების და შემდეგ ხელახალი აკრედიტაციის ვალდებულებას წარმოქმნის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტებზეც უარყოფითად აისახება (ან დემოტივირებას ახდენს მოქმედ სტუდენტებზეც). ამ ნაბიჯით სახელმწიფო ფაქტობრივად აღიარებს, რომ არჩეული პროგრამა გადატვირთულია არასაჭირო შინაარსით. ასეთი გზავნილი ზიანს აყენებს მასწავლებლის მომზადებისა და თავად მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას და იწვევს სტუდენტებში განათლების სისტემის მიმართ უნდობლობას.
მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:
● შეაჩერონ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამის სტატუსის ცვლილების პროცესი;
● დაიწყონ ფართო, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონსულტაციები აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან;
● უზრუნველყონ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურებოდეს არა მოკლევადიან ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ მიზნებს, არამედ განათლების ხარისხის გრძელვადიან გაუმჯობესებას და ბავშვის ინტერესებს.

გვჯერა, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის საგანმანათლებლო და სოციალურ მომავალს. სწორედ ხარისხიანი პედაგოგიური განათლებაა განათლების სისტემის მდგრადობისა და განვითარების ფუნდამენტი” ,- წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის შეცვლასთან დაკავშირებით პარლამენტს 523 მოქალაქის ხელმოწერით პეტიცია წარედგინა
  • გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • კახა კალაძე ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge