9 თებერვალს ქუთაისში დღისით +4 და ღამით +0 გრადუსს ვარაუდობენ. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც. დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში. +8 გრადუსია იქნება დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 4 გრადუსია, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით 1 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში დღისით -1 გრადუსი, ხოლო ღამით -6 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.
ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 0 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ვარაუდობენ გორში, დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით -3, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
