Sunday, February 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ექსპო ჯორჯიაში ფორუმი, “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება” მიმდინარეობს

February 8, 2026
ექსპო ჯორჯიაში ფორუმი, “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება” მიმდინარეობს

“საჭიროა ბელადომანიის დასრულება და ძალაუფლების გადანაწილება” – ამის შესახებ თბილისში, ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე ფორუმზე – “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება” – ერთ-ერტმა გამომსვლელმა, ფილოსოფოსმა, ლევან ღამბაშიძემ ისაუბრა.

პარტია “თავისუფლების მოედნის” და საზოგადოებრივი ასამბლეის მიერ გამართული ფორუმი ამ დრომდე გრძელდება.

ფორუმს ესწრებიან ოჯახის წევრები, ყოფილი საჯარო მოხელეები, უწყვეტი აქციის მონაწილეები და სასულიერო პირები.

ერთ-ერთი გამომსვლელის თქმით, დღეს ყველანი იწყებენ “ახალ გზას, ახალი საზოგადოებრივი შეთანხმებისკენ, რომლის შედეგი უნდა იყოს ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფო, რომელშიც თითოეული მოქალაქე იგრძნობს თავს თანასწორად”.

“ჩვენ გაგვაგდეს ყველა სივრციდან როგორც მოქალაქეები, მოგვკლეს ფაქტობრივად და დღეს პოლიტიკაში ჩვენი ადგილი აღარ არის უბრალოდ, ვერ ვპოულობთ ამ ადგილს. აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ არჩევნები წაგვართვეს და არჩევნების გზით ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ვინმე წარმოგვადგენდეს პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკა თავისი არსით არის სახეცვლილი. ასეთი ანომალიური სიტუაცია, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელიც პოლიტიკის გარეთ არის, ძალიან იშვიათად მიაკვლევთ. ადამიანი ან ჯგუფი არ უნდა ფლობდეს ძალაუფლებას, არამედ ის უნდა იყოს სხვადასხვა შტოზე გადანაწილებული.

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც აქვს ვინმეს თქვენთვის ნათქვამი, რომ ბელადომანია უნდა დამთავრდეს. ვინმეზე რომ გითქვამთ, რომ მესიმპატიურება ეს პოლიტიკოსი გეუბნებიან, რომ აი ბელადი გვინდა ახალი? – ამას გეუბნება ადამიანი, რომელსაც ყველა კრიტერიუმით ბელადი ჰყავს დღეს და შენ გეუბნება, რომ პოლიტიკოსზე არ ილაპარაკო დადებითად და ეს უნდა დაიძლიოს. მე ვფიქრობ, აქ რომ ხართ უკვე ამის ნახევარი ნაბიჯი გადადგმული გვაქვს.

ჩვენი თავისთვის არ ვიბრძვით, ან ჩემი დაცულობისთვის არ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით პრინციპულად ყველა მოქალაქის დაცვისთვის და ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი სხვა შტოებისგან, სადაც შეგიძლია, რომ სამართლიანობას მიაღწიო. თუ სახელმწიფოში არ არის სამართალი, პრინციპში, შენ გმართავს რაღაც დაჯგუფება, რომელსაც აქვს უბრალოდ ძალა რომ გმართოს და მეტი არაფერი. ჩვენ გვჭირდება ძალაუფლების დანაწილება, რომ ვიგრძნოთ თავი დაცულად და შევძლოთ ჩვენი საკუთარი მომავლის დაგეგმვა. კარგი სახელმწიფო არის ის, სადაც ადამიანის უფლებები არის აღიარებული იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს უფლებები მხოლოდ იმდენი, რამდენსაც მოგვანიჭებს პარტია. ჩვენ ვერ ვხედავთ ღირსებას იმაში, თუ როგორ გვექცევიან ჩვენ, პატიმრებს, პატიმრების ოჯახებს, მათგან განსხვავებულ ადამიანებს, ერთმანეთშიც კი ღირსებისგან დაცლილი ურთიერთობა აქვთ, რაც არის გარანტირებულად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მოდელზე დაფუძნებული პოლიტიკა ვერასდროს ვერ მიაღწევს იმ შედეგს რაც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს, როგორც მოქალაქეებს,” – თქვა ლევან ღამბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
  • რა ხდება კლდოვანი მასის ჩამოსვლის შემდეგ მესტიის გზაზე? – კადრები ადგილიდან
  • ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge