Sunday, February 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

February 8, 2026
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფოს სჭირდება თავისუფალი აზროვნება, ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამ ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია – საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების ერად დარჩება, სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს.

„დღეს 8 თებერვალია და მინდა, ეს უდიდესი დღე მთელ საზოგადოებას მოგილოცოთ. 1918 წლის 8 თებერვალი ის დღეა, როცა საქართველოს უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა. ეს მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსება კი არ იყო, ეს ამავე დროს იყო დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა ორი რამით იწყება – ავტოკეფალიის გამოცხადებით და უნივერსიტეტის დაარსებით. უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვება, წლების განმავლობაში წერა-კითხვის საზოგადოების მუშაობას იმისთვის, რომ ქართული, ეროვნული სწავლება იმპერიის გარუსების შემდგომ საქართველოში დაბრუნებულიყო. იმ დროინდელი ინტელიგენციის ეს განუწყვეტელი მუშაობა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების საფუძველია. ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვისაც გვჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არ აქვს სხვა ალტერნატივა, თუ არა რომ იყოს გაძლიერებული, იყოს ევროპული და ქვეყნის ნამდვილი მომავალი. ჩვენ, როგორც ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ უნივერსიტეტის დაარსების სათავეში იდგა, გვჯერა, რომ რომ არა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად დარჩება, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს. სახელმწიფოს სჭირდება თავისუფალი აზროვნება, ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამ ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია – საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მადლობა რეჟიმის ტყვეებს, ისტორიული ბრძოლისთვის“ – პატიმრების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს
  • სოფელ ბარჯაშთან მეწყერი ჩამოწვა – რა ვითარებაა ადგილზე
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც პირს Facebook გაუტეხა და დაზარალებულს სქესობრივ კავშირს აიძულებდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge