სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალური ქსელის მეშვეობით, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართავს:
“საერთაშორისო მასშტაბითაც და თითოეულ უკრაინელთან “გაგიბაზრებთ” რუსეთში ვაგონების შეძენას, მათი სიკვდილის დაფინანსებას, თუ დროზე არ შეაჩერებ”, – წერს ფერაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე და ურთავს ე.წ. სქრინს.
“
თბილისის მერი, კახა კალაძე უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული.
მისი განმარტებით, კომპანია „მეტროვაგონმაშს“ და მთლიანად ჰოლდინგს, რომელშიც ეს კომპანია შედის, საბრძოლო იარაღის წარმოებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით განხორციელდა და ყველაფერი მათ მიერ დადგენილი წესებით მიმდინარეობს.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეჩერებულია და თბილისის მერია ელოდება EBRD-ს გადაწყვეტილებას.