“არ წავიქცევი, არ ვუღალატებ ჩემს შვილს!!!
უკვე ვისწავლე უხმოდ ბღავილი, მაგრამ მაინც ამაყვირა ,,უშვილოდ შვილის დღეობა!”-მ….
მძიმე დღეები მქონდა, დავსივდი კიდეც….
მაგრამ ისევ წამოვდექი, ისევ აქა ვარ და ისევ მეიმედებით ბრძოლაში!…
მე რომ უსუსურად ვეგდე ეს რამდენიმე დღე, თქვენ არ მიგივიწყებიათ ჩემი გიგა, აჭრელებული დამხვდა ფეისბუქი და ტიკ-ტოკი, სავსე ჩემი მესენჯერი….
მაოცებთ და მაძლიერებთ!…
გაბაშვილი-რიკაძის სასამართლო არის 9 თებერვალს, ჩიქოვანი-ნასყიდაშვილისა კი – 13 თებერვალს.
რიკაძის ადვოკატსაც უთქვამს ჩემი ადვოკატისთვის, ,,გაგვაფრთხილეს და ველოდებით ბრალის დამძიმებას”-ო.
მე ამით მაინც არ მოვდუნდები, ბრალი არა მარტო დამძიმებული, არამედ დაცული უნდა იყოს ყველა ინსტაციაზე!
ვხედავ პროკურატურის სწორ გეზს, გამოყოფილი, ახალი საქმის გამოძიებიდანაც დიდი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ერთ გადამცდარ ნაბიჯსაც არ ვაპატიებ!
ყველაფრის ფასად დავიცავ ჩემს ღირსეულ შვილს!!!
სამუდამოდ დავუსვამ წერტილს იაგო ტალახაძეების (პოლიციის უფროსი) და ლუკა გამყრელიძეების (რაიონის მთავარი პროკურორი) თარეშს!
დავასრულებ იმ გულგრილი ექიმების ბოგინს, ერთმანეთის ხალათების დასაცავად, პაციენტის ისტორიასაც კი რომ აყალბებენ და ღირსეული ექიმების სახელს ლაფში სვრიან!
აუცილებლად შევაცვლევინებ სახელმწიფოს, კანონს არასრულწლოვნებზე!
ბოლომდე მოვუჭერ აღვირს მშობლებს, ვისაც შვილის გაზრდა არ შეუძლია!
პასუხს ვაგებინებ სკოლის დირექტორებს, ვინც განგაშს არ ტეხს არასრულწლოვნების გარყვნილებასა თუ სადისტურ/მანიაკალურ ქცევებზე და მერე ყველა მასწავლებლისკენ იშვერს თითს!
მწარედ ვაგრძნობინებ უდანაშაულო სისხლის და ძაძების ფასს ყველას!!!
ისევ დავდგეთ ერთად, ისევ არ გავუშვათ ხელი ერთმანეთს, ჩვენ თვითონ ვშვათ ჩვენი მომავალი!!!
ამას არ გაგვიკეთებს რბილ სავარძლებში მოკალათებული, ,,შარვალ-კოსტუმში” გამოწკეპილი, ღაბაბ განებივრებული ალექსანდრე დარახველიძეები!..
მერე რა, რომ ევალებათ, კომფორტის ზონის დათმობა არც ისე იოლია…
მეც კი, მეც კი, მხოლოდ ჩემმა სიმწარემ ამაღრიალა… ვიბრძოლოთ მხარდამხარ მანამ, სანამ ბანს თქვენი სიმწარე მომცემს!
მეიმედებით ამ ბრძოლაში!!!
P.S. უჭირს ჩემს ფეისბუქს და გთხოვთ, დამეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
