ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რუსული აგრესიის შედეგად ჩერნიგოვში მომხდარ მორიგ შემზარავ ამბავს ეხმაურება და პუტინს სიკვდილს უსურვებს.
“ჩერნიგოვში ხალხი პურის რიგში იდგა, ბავშვებთან ერთად. საცხოვრებელ კორპუსთან.
ნაბიჭვარმა ღორებმა ჩაცხრილეს. ღმერთო, მოკალი პუტინი! ღმერთო, დაასრულე ეს ჯოჯოხეთი!”, – წერს გრიგოლია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, რუსულმა არმიამ მშვიდობიანი მოქლაქეები ჩაცხრილა. აგრესორებმა სარაკეტო იერიში იმ კორპუსის ეზოზე მიიტანეს, სადაც ხალხი პურის რიგში იდგა. ცხედრები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იყო მიმოფანტული. გარდაცვლილების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება.