პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად 2 სახლის გაქურდვა ედება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს და წერს, რომ გასული წლის დეკემბერში 53 წლის ქართველმა ორივე სახლიდან ელექტროტექნიკა, სამუშაო იარები და ძვირფასეულობა წაიღო.
ქურდი სახლში შესვლას აივნისა და კარის ფანჯრების დაზიანებით ახერხებდა. პოლონური მედია წერს, რომ ზარალი 23 000 ზლოტს აღემატება, რაც დაახლოებით 16 000 ლარია.
მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ 6 მობილური ტელეფონი, საკეტის გასატეხი ხელსაწყოები და 2150 ევრო ამოიღო. მას პატიმრობა უკვე შეეფარდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
