Friday, February 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია” – პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი განათლების სამინისტროში შეხვედრაზე

February 6, 2026
“სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია” – პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი განათლების სამინისტროში შეხვედრაზე

“სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია” – ამის შესახებ სოციოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა განათლების სამინისტროში “ოცნების” მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ცნობისთვის, განათლების სამინისტროში “ქართული ოცნების” მინისტრ გივი მიქანაძეს თსუ-სა და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და რექტორები ამ დრომდე ხვდებიან.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, შეხვედრაზე გივი მიქანაძე ამბობდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მათ შეუძლიათ იმსჯელონ მხოლოდ იმაზე, გაერთიანების პროცესი “როგორ გახდეს მაქსიმალურად უმტკივნეულო”.

თსუ-ს პროფესორის თქმით, შეხვედრაზე მყოფი პროფესორ-მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება გაერთიანებას.

სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია და ის ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ ეს პროცესი გაერთიანების როგორ გახდეს მაქსიმალურად უმტკივნეულო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

მე მივდივარ “ფორმულაზე” ტელევიზიაში და ამიტომ გამოვედი. დიახ, ყველა, უკლებლივ ყველა, აბსოლუტურად ყველა [პროფესორი ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას]. 

[პროფესორები] ეუბნებიან [გივი მიქანაძეს] იმას, რომ ამ გაერთიანებას არავითარი რაციონალი არ აქვს, არავითარი საზრისი არ აქვს ისეთი, რომელიც ამ გაერთიანებას რაღაც სინერგიას შესძენს და ახალ პოზიტიურ გამოცდილებას მოიტანს, ეუბნებიან, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს არის საუკუნოვანი ბრენდი და მისი ასე ხელყოფა არის შეუძლებელი, ეუბნებიან, რომ ლოჯისტიკურად და ამ პროგრამების გაერთიანება ძალიან რთულია. მე ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება არის აკადემიურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარების ერთ-ერთი და არა ერთადერთი რგოლი და შევეცადე ეს დამესაბუთებინა. უამრავი არგუმენტი იყო საწინააღმდეგო, მაგრამ…

მინისტრის არგუმენტი არის ერთადერთი, რომ ეს გაერთიანება გააუმჯობესებს ხარისხს სწავლების და კვლევის, ოღონდ როგორ გააუმჯობესებს ამაზე არ უთქვამს. 

მე, მაგალითად, ვარ ბოიკოტის მომხრე, სხვები არიან თუ არა ეგ არ ვიცი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა არსებობს [რომ ვიხილოთ გაფიცვა], მაგრამ თუ ეს აქტი არ იქნება ერთსულოვანი, მაშინ ის ცხადია არაეფექტიანი იქნება და შედეგს ვერ გამოიღებს. 

დისკუსიის გაგრძელებაზე საუბარია მხოლოდ ამ თვალსაზრისით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა შეგვიძლია გავაგრძელოთ დისკუსია, როგორ მოვიყვანოთ ეს გადაწყვეტილება სისრულეში,” – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია” – პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი განათლების სამინისტროში შეხვედრაზე
  • დარგები, სადაც საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge