მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც უკრაინელი ხალხის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკუთარი ისტორებიდან პარალელებს ავლებს:
“მე მიღალატეს მეგობრებმა, რთულ მდგომარეობაში ყოფნისას. მიმატოვეს პრობლემების უფსკრულთან.
ძალიან ბევრი ემოცია იყო – სიბრაზე, იმედგაცრუება, ტკივილი, დეპრესია.
დღეები და კვირები დამჭირდა, რომ ამ შოკიდან გამოვსულიყავი. ბოლოს მივხვდი, რომ მორჩა ეს ამბავი და ჩვენი მეგობრობა ისტორიის ნაწილი გახდა.
ახლა უკრაინის (უკრაინელი ხალხის და ზელენსკის) ადგილას წარმოვიდგინე თავი და მაგ მასშტაბში წარმოვიდგინე მეგობრებისგან იმედგაცრუება რა საშინლად მძიმეა…
ომში როცა ხარ, ყოველდღე გბომბავენ, გკლავენ, განადგურებენ. ასეთ დროს ნებისმიერი ერთი მეგობარი ქვეყნის უარი გვერდით დგომაზე, ძალიან მძიმეა და შესაძლოა ისევე გაწყვიტო ამ უახლოეს მეგობართან წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობა, როგორც მე გავწყვიტე ჩემებთან.
გადავარჩინოთ მეგობარი, სანამ ჯერ კიდევ მეგობრები გვქვია”, – წერს ქავთარაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.