Friday, February 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

2025 წელს საქართველოში პენსიას 888 ათასზე მეტი მოქალაქე იღებდა, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხვმა კი 188 ადამიანი პირი შეადგინა – საქსტატი

February 6, 2026
“საავადმყოფოს მომსახურების საფასური 25.5%-ით, ხოლო ხორბლის პურის 21.5%-ით გაძვირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.4 პროცენტი ქალია, ხოლო 29.6 პროცენტი – კაცი. პენსიის მიმღებთა 30.7 პროცენტი თბილისშია, 15.5 პროცენტი – იმერეთში, 10.3 პროცენტი – ქვემო ქართლში, 10.2 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8.5 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.8 პროცენტი ქალია, ხოლო 67.2 პროცენტი – კაცი. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლების 69.5 პროცენტი შეზღუდული შესაძლებლობაა, 17.5 პროცენტი – ომის მონაწილე, 10.9 პროცენტი – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, ხოლო 2.1 პროცენტი – სხვა.

ამასთან, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების რიცხოვნობა 134.7 ათასი იყო. სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.6 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი იმერეთში, 12.6 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 34.9 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 397.1 ათასი შეადგინა. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი – 54.8 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 79.6 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.5 ათასი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ჯარიმა 300 ლარამდეა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
  • “მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული ადამიანი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge