Friday, February 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რომეო მიქაუტაძის საქმე – დაცვის მხარემ პროკურატურას 2 მოწმე უდავოდ გაუხადა

February 6, 2026
რომეო მიქაუტაძის საქმე – დაცვის მხარემ პროკურატურას 2 მოწმე უდავოდ გაუხადა

რომეო მიქაუტაძის საქმე – “ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს პროკურატურას ორი მოწმე უდავოდ გაუხადა.

დღეს საქალაქო სასამართლოში ორი პირი უნდა გამოკითხულიყო, საიდანაც ერთ-ერთი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი იყო, თუმცა ბრალდებული ექს მაღალჩინოსნის გადაწყვეტილების გამო, პროცესი 15 წუთში დასრულდა.

საქმის პროკურორის თქმით, “იკითხებიან აუდიტორები, რომლებმაც დაადგინეს, რომ რომეო მიქაუტაძე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.“

იკითხებიან აუდიტორები, რომლებმაც დაადგინეს, რომ რომეო მიქაუტაძე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ასევე დაიკითხა მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ მიქაუტაძის თხოვნის საფუძველზე, ფორმალურად, გადაიფორმა უძრავი ქონება და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული, დაახლოებით 600 ათასი ევრო, რეალურად მისთვის არ გადაუხდია. აღნიშნულით ბრალდებულს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ჰქონდა ლეგალური შემოსავალი მადრიდში ქონების შესაძენად. საპროცფესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს წინა პირობები, უნდა აღიაროს ბრალდებულმა დანაშაული, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვა, იგეგმება თუ არა, საპროცესო გარიგების დადება. პროკურატურის შეთავაზება დიდი ხანია ცნობილია, დღესს მიქაუტაძის ადვოკატს არ გამოურიცხავს, რომ მიქაუტაძე ამ შეთავაზებას სამომავლოდ დათანხმდება და რვა ნახევარი მილიონის სანაცვლოდ ციხეს დატოვებს.

მისი ფინანსური შესაძლებლობები და არსებული თანხა, რასაც თქვენ ასახელებთ, ეს ბატონ რომეოსთან არის შესათანხმებელი და რამდენად რეალურია ის არსებულ სინამდვილესტან. სახე;ლმწიფოს არანაირი ზიანი სახეზე არ უფიქსირდება, ის პროცედურულად და საქმიანობიდან გამომდიანრე და მიქაუტაძის შემოსავალი ბევრად მეტი იყო, რასაც ედავება და თვლის ბრალდების მხარე, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მთელმა ქვეყანამ დაკარგა ძალიან ნათელი და გამორჩეული ადამიანი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – სები
  • როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ წელს და რა მოვამზადოთ ბედნიერების მოსაზიდად – რჩევები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge