Friday, February 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტა – ილიაუნი

February 6, 2026
დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტა – ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.

მათი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ­რეორგანიზაციას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის.

2026 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან. დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა.

მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო, სამართლის სკოლის საბჭო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – რა ვითარებაა ადგილზე?
  • ციხეში დამაყადაღეს – ლევან ხაბეიშვილი
  • “დაკავებულები არიან გდდ-ს სპეცრაზმელები” – “ტვ პირველი”

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge