Friday, February 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის აცილება მოითხოვა და მიზეზად მისი სქესი დაასახელა

February 6, 2026
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის აცილება მოითხოვა და მიზეზად მისი სქესი დაასახელა

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის აცილება მოითხოვა, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებულის მოთხოვნა პროკურორის აცილების თაობაზე, მისი სქესი გახდა.

„ქალი არ მინდა ჩემი პროკურორი იყოს, თუ არის საშუალება, ქალი არ იყოს. თქვენს წინაშე [პროკურორს] ბოდიშს ვიხდი, თქვენ უნდა ასწავლოთ შვილებს შვილიშვილებს სიკეთე, ბევრი რაღაც, რაზეც ვოცნებობ. კარგი იქნება შვილო, თუ თქვენ პროკურორი არ იქნებით, მით უმეტეს, ასეთ საქმეზე”,- განაცხადა გოგოლაძემ.

მოსამართლემ მას განუმარტა, რომ კონკრეტულად განსაზღვრულია, თუ რა არის პროკურორის ან ზოგადად მხარის აცილების საფუძველი.

„დისკრიმინაციად ჩაითვლება რომ კონკრეტული პირის ან სახელმწიფოს ინტერესები ქალმა ან კაცმა წარმოადგინოს”,- განაცხადა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, კიდევ ერთმა ბრალდებულმა კონსტანტინე კოკაიამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, სხდომას ტელევიზიები დაესწრონ და ხალხს ანახონ „რა ცუდი ადამიანები” არიან.

აღნიშნულის საპასუხოდ, მოსამართლემ მას უთხრა, რომ თუკი პროცესის გადაღება სურთ, ადვოკატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართონ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გიროას სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაკავებულები არიან გდდ-ს სპეცრაზმელები” – “ტვ პირველი”
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესის დაიწყო
  • დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტა – ილიაუნი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge