დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილთან და “ოცნების“ პოლიტელიტასთან შეთანხმებულია ის საკითხი, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სასამართლომ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესო ალავიძემ ბოლო პერიოდში მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა.
ყოფილი მოსამართლე არ გამორიცხავს, რომ თუ მოსამართლე გაბედავს და შეაჩერებს პროცესებს, არ დააკისრებს ჯარიმებს და არ შეუფარდებს პატიმრობას, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სპეცრაზმი და სუს-ი, შესაძლოა, ე.წ. ტიტუშკებიც, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან.
ალავიძე დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როდესაც ყველა მოსამართლეს მოუწევს პასუხისგება და ალაპარაკება იმაზე, რაზედაც ამ დრომდე დუმან.
დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილთან და “ოცნების“ პოლიტელიტასთან შეთანხმებულია ის საკითხი, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სასამართლომ. მმართველი თვითმარქვია ძალის ინტერესია დარჩეს ხელისუფლებაში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია, რასაც ვერ ახერხებს. ის საპროტესტო მუხტი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს ის არ ჩამქრალა და ვერ ჩაახშო ხელისუფლებამ. დღეს რომ გაბედოს მოსამართლემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, არ დააკისროს ჯარიმები, შეაჩერონ საქმეები და გაუშვან წარმოებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში, არ აღუკვეთონ თავისუფლება და პატიმრობა არ მიუსაჯონ ტროტუარზე დგომის გამო, როგორც კი სასამართლო რადიკალურად შეცვლის ამ პოზიციას და ხელისუფლება დაინახავს ამას, ეს იქნება პირველი დამანგრეველი და შემაკავებელი მათთვის. დარწმუნებული ვარ, მოფიქრებული იქნება გეგმა ბ, ყველა ასეთი მოსამართლის წინააღმდეგ და ამაში გამოყენებული იქნება ის სპეცრაზმი და სუს-ი, მათ შორის ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ფიზიკურადაც გაუსწორდებიან ასეთ მოსამართლეებს. ვფიქრობ, მოსამართლეებს ეუბნებიან, რომ თუ თქვენ მიიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, თქვენ ეს გელოდებათ. სხვანაირად ვერ ავხსნი. დღეს ხელისუფლება აქვს სასამართლოს იმედი, სასამართლო რომ თავის სიმაღლეზე იდგეს, ვერაფერს გაბედავენ, სასამართლო არის ქვეყანაში უკანონობის შემაკავებელი ფაქტორი. დადგება აუცილებლად დრო, როცა ყველა მოსამართლეს მოსთხოვენ პასუხს და ის, რაც ხდება სასამართლოში, რომელზეც ყველა დუმს, მოუწევთ მასზე ალაპრაკება. ყველა შაუამავალს მოუწევს დასახელება, ვისი დასახელებით მოქმედებდნენ, – განაცხადა ალავიძემ.
