პოლიტიკოსი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ “ოცნება“ ძალით ვერაფერს მიაღწევს, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, ლეგიტიმაციას არა თუ მიუახლოვდება, არამედ უფრო დაშორდება.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ივანიშვილის გუნდი ბოლო კვირებია “მთლად ჯირითით წავიდა, გიჟებივით მირბიან, ისე რომ საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებენ.“
“აილეწებიან ბევრ რამეში აუცილებლად“, – ამბობს თარგამაძე.
“ესე ძალით ვერაფერს მიაღწევ. დაიჭირეს იმდენი ხალხი და რა მიიღეს? ლეგიტიმაციას არათუ ოდნავ ვერ მიუახლოვდნენ, უფრო დაშორდნენ. ის ციხეებიც უზომო არ არის, ჩემი იქ ყოფნის დროსაც აღარ ეტეოდა ხალხი.
რასაც ვაკვირდები, ეს ბოლო კვირეებია, ახლა სულ მთლად ჯირითით წავიდნენ, გიჟებივით მირბიან, ისე რომ საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებენ. აილეწებიან ბევრ რამეში აუცილებლად, – განაცხადა თარგამაძემ.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აუცილებელია იოლი შეთანხმების გზით დაწყება, რადგან შესაძლოა, ასე უფრო აეწყოს ერთობა.
“ჩემი აზრით უნდა დავიწყოთ იოლი შეთანხმებების გზით, რადგან შეხების წერტილი ალბათ არ არის ცოტა, სადაც შეთანხმება შეიძლება იოლად შედგეს. სადაც იჭედება პროცესი, იქ არ ღირს შეკირკიტება. იოლი გზით შეიძლება უფრო აიწყოს ერთობა,- განაცხადა თარგამაძემ.
