ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა დასრულდა – როგორც შეხვედრის შემდეგ პროფესორები ამბობენ, ყველა იყო ერთულოვანი საკუთარ გადაწყვეტილებაში და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას არ ეთანხმებიან.
სხდომას ესწრებოდნენ, როგორც რექტორი, ასევე პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები. დავით გურგენიძეს თავად კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, პროფესორების თქმით, მას არც სხდომაზე გამოუთქვამს საკუთარი აზრი.
“საბჭოს გადაწყვეტილება, ისევ უცვლელია, რა თქმა უნდა, ამ ორი უნივერსიტეტის ერთმანეთთან შეერთებას არ ვეთანხმებით, ეს იყო ძირითადი გადაწყვეტილება, რომელიც რეზოლუციის სახით დაიდო, ჩვენი მოსაზრება, აკადემიური საბჭოს წევრების მოსაზრება, ყველასი ერთია, მთლიანად ტექნიკური უნივერსიტეტის მოსაზრებაც, როგორც მარტო არა აკადემიური საბჭოსი, არამედ დირექტორებისაც, დეკანების და ა.შ. არ ვეთანხმებით ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას. ბატონი დავითი ესწრებოდა, მეუფე ანანია, კანცლერი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სტუდენტებიც ესწრებოდნენ ასევე. ბატონი დავითი ფაქტობრივად არ ლაპარაკობდა, მას აინტერესებდა თავისი სამეცნიერო საბჭოს, დირექტორების და დეკანების აზრი”, – განაცხადა სტუ-ს პროფესორმა.
