ჩაის სმის ტრადიცია ჩამოყალიბდა ჩინეთში 5 ათასზე მეტი წლის წინ.
ეს სასმელი აღმოაჩინა ჩინელმა მმართველმა შენ ნუნმა, რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2700-იან წლებში. ჩაიმ ევროპაში გაცილებით გვიან მხოლოდ მე-17 საუკუნეშიმიაღწია. დღეს ჩაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მთელ მსოფლიოში.
ბევრი ფიქრობს, რომ ჩაის სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა მცენარისგან მოდის. ეს არასწორია. ჩაის მხოლოდ ერთი წყაროა, ეს არის მარადმწვანე ბუჩქი Camellia sinensis.
სხვადასხვა კლიმატურ პირობებში დაფესვიანების გამო, ჩაის ბუჩქმა შეცვალა ხარისხი და გარეგნობა. ასევე, კლიმატიდან გამომდინარე, იცვლება ჩაის ნაყენის გემოც. ითვლება, რომ რაც უფრო ცივია კლიმატი, რომელშიც ეს მცენარე იზრდება, მით უფრო ღირებულია წარმოებული ჩაის ტიპი. ასამის ჩაის ფოთლები უფრო დიდია და სწორედ მათგან იწარმოება საუკეთესო ინდური ჩაი. ხოლო შრი-ლანკაში (ცეილონი), სადაც მუდმივად ცხელა მთელი წლის განმავლობაში, ჩაის ბუჩქი უფრო პატარაა. განაგრძეთ კითხვა
