საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიაზე წერს – “სინამდვილეში ეს იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, თანამედროვე ქართული პარლამნეტარიზმის და იმ პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს.”
“თენგო გოგოტიშვილმა Tengo Gogotishvili , რომელსაც ყველაფერი ახსოვს, შეგვახსენა, რომ შესრულდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 21-ე წლისთავი. ზურას თუკი ვიღაცები ახსენებენ, მხოლოდ ახსენდებათ ერთი ფრაზა “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი”.
სინამდვილეში ეს იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, თანამედროვე ქართული პარლამნეტარიზმის და იმ პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს.
დარწმუნებული ვარ მომავალ თავისუფალ პარლამენტში, სხდომათა ტრიბუნის უკან დაიდგმება მისი ბიუსტი.
გარდა ამისა ზურა იყო საოცრად თბილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი. მე ძალიან ხშირად ვიხსენებ განსაკუთრებული სითბოთი და სიზმარშიც ხშირად მესიზმრება, ძალიან პოზიტიურად.
მის შვილებს შეუძლიათ იამაყონ მისით და მეც ვამაყობ ჩემი და ზურას თანამებრძოლეობით.” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტი.
