აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს – რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ,
„ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი მსგავსი გაცვლა იქნება. აღნიშნული შედეგი დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვეობით იქნა მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ უწყვეტი დიპლომატიური ჩართულობა რეალურ შედეგებს იძლევა და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს უწყობს“, – წერს უიტკოფი X-ზე.
მისი თქმით, „დისკუსიები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“.
„მადლობას ვუხდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მასპინძლობისთვის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ლიდერობისთვის, რამაც ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა“, – აცხადებს უიტკოფი.
