Thursday, February 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სრულიად არაადეკვატური შეფასებები კეთდება…” – რას წერს რომან გოცირიძე?

February 5, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური შეფასებები კეთდება, განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც განსაკუთრებით გადახრილები ვართ კონსპიროლოგიისკენ – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

“ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური შეფასებები კეთდება, განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც განსაკუთრებით გადახრილები ვართ კონსპიროლოგიისკენ. “ოცნების” უზნეო პროპაგანდა ამას იყენებს დასავლური სამყაროს გასაშავებლად და ცალკეული პირების კომპრომეტირების მიზნით.
რა იყო ეფშტეინის არაფორმალური კლუბი? ამ კითხვას ქართველი თუ ამერიკელი ობივატელი ასე უპასუხებს: ელიტური ბორდელი სადღაც კუნძულზე. სისულელეა. ეფშტეინის ქსელი( არა მხოლოდ კუნძული) იყო არაფორმალური კავშირების სივრცე, ელიტური შეხვედრების ადგილი. ეფშტეინი დახურული “კლუბის” მენეჯერი იყო, აორგანიზებდა არაფორმალურ კონტაქტებს ბიზნეს-პოლიტიკურ-სამეცნიერო-სახელოვნებო პირებს შორის. იმ კუნძულზე ნამყოფი პირებიდან 80-90 პროცენტზე მეტმა არც კი იცოდა, რომ სტუმართა გარკვეული ნაწილი სპეცმომსახურებასაც რომ იღებდა. კუნძულზე ზოგიერთი ჩადიოდა ოჯახთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად.
რას ნიშნავს ეფშტეინის სია? მასში მოხსენიებულია 10 ათასზე მეტი პირი. ეს არაფერს ნიშნავს. იმ კუნძულზე ამ სიიდან მხოლოდ 2 პროცენტამდეა ნამყოფი. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ილუზიონისტი წერს ვიღაცას ელექტრონული ფოსტით, რომ შეეცდება მოუგვაროს სავიზო პრობლემები, რადგან მას პატივს სცემენ ქვეყნის პრეზიდენტები და გავლენიანი პირები. როგორც თავად ამბობს, ისინი მის წარმოდგენას ესწრებოდნენ და ჩამოთვლის ოცამდე პრეზიდენტის და ცნობილ ადამიანების გვარები. ამ ჩამონათვალში არის სააკაშვილი, ბუში, ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, იუშენკო, დიმიტრი მედვედევი, ნაზარბაევი, ჰენრი კისინჯერი და უამრავი სხვა. მიშას პრეზიდენტობის დროს ჰენრი კისინჯერი 90 წლის იყო და იმ კუნძულის შესახებ ალბათ არც კი სმენოდა:)
ასევეა ბენდუქიძესთან დაკავშირებით: რომელიღაც ამერიკული კომპანიის პრეზიდენტის ასისტენტი წერს მეორე კომპანიის წარმომადგენელს, რომ ნიუ იორკში შეხვედრა აქვთ კახა ბენდუქიძესთან და ხომ არ შემოუერთდებოდა? შემდეგ ეს ვიღაცა წერს ეფშტეინს კახა ბენდუქიძის ვიზიტის შესახებ. მაშინ ქართული რეფორმები ბიზნესწრეებში პოპულარული იყო და არცაა გასაკვირი, რომ ბენდუქიძესთან შეხვედრა მათთვის საინტერესო ყოფილიყო.
მყვირალა ქოცმედია კი კონტექსტიდან ამივარდნილად აცხადებს, რომ სააკაშვილი და ბენდუქიძე ეფშტეინის სიაში არიან.
ეფშტეინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პრიმიტიულად ინტერპრეტირება და მისი უკრიტიკოდ ტირაჟირება ხელს უწყობს “ოცნების” ხელისუფლებას თავისი ანტიდასავლური კამპანიის გაღრმავებაში.
სიმართლე არასოდეს ჩანს მხოლოდ ერთი რაკურსით. როცა მოვლენას ერთი კუთხიდან ვაფასებთ, სურათის დიდ ნაწილს ვფარავთ და რეალობას ვამახინჯებთ”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის 4 თებერვლიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი დაიწყება
  • ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ზამთრის დასასრული ბევრად წარმატებული ეტაპის დასაწყისი იქნება
  • 5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge