Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

სანამ ჩემი თვალით არ ვნახე, არ მჯეროდა – ინგა გრიგოლია

March 15, 2022
“ხოდა, დაიმახსოვრეთ…” – ინგა გრიგოლიას სარკაზმი ოპოზიციას

რუსული პირველი არხის თანამშრომლის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩენას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ოვსიანნიკოვას უკრაინელები, რუსები, ქართველები გაბედული საქციელისთვის მადლობას უხდიან და გმირს უწოდებენ. აღნიშნულს ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე წერს:

“სანამ ჩემი თვალით არ ვნახე ტელევიზორში, არ მჯეროდა ხალხო, მართლა ჩამოშლილა *უილო პუტინი და ეგაა.. რუსეთის პირველ არხზე მსგავსი პროტესტი მართლა გმირობის ტოლფასია. ბრავო ამ გოგოს…

P.S. – უკვე დაკავებულია. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ დაიჭერდნენ”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

მარინა ოვსიანნიკოვამ, რომელიც საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერითა და შეძახილებით გამოჩნდა, წინასწარ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დანაშაულია. რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა​. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია. მამაჩემი უკრაინელია, დედა – რუსი. ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი ჩემს ყელზე არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმის მკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები მე ვმუშაობდი პირველ არხზე, დაკავებული ვიყავი კრემლის პროპაგანდით და ახლა მე მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვუშვებდი ტელევიზორის ეკრენიდან ტყუილის თქმას. მრცხვენია, რომ ვუშვებდი რუსი ხალხის ზომბირებას. ჩვენ გავჩუმდით 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არ გავედით მიტინგებზე, როდესაც კრემლი წამლავდა ნავალნის. ჩვენ უბრალოდ მდუმარედ ვადევნებდით თვალს ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა კი ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ. ჩვენი შთამომავლობის ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს. ჩვენ, რუსი ხალხი მოაზროვნე და ჭკვიანები ვართ. მხოლოდ ჩვენს ძალებშია ამ სიგიჟის შეჩერება. გამოდით მიტინგებზე, ნურაფრის გეშინიათ, ისინი ყველა ჩვენგანს ვერ დააპატიმრებენ“, – ნათქვამია რუსი ჟურნალისტის მიმართვაში.

https://mix.metronome.ge/26694-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს სახიფათოა, არ გააკაროთ ბავშვებს!” – ექიმი მშობლებს აფრთხილებს
  • რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი
  • არ გაბედოთ მარწყვის ჭამა, თუ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge