Thursday, February 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

February 5, 2026
ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად ამხნევებს და გულშემატკივრობს, მადლობას უხდის.

„მე ვარ, ნათია დიაკვნიშვილი, ალექსანდრეს დედა, რომელიც უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ და უფალს ვთხოვ, რომ არასოდეს არავინ გენატრებოდეთ ისე, როგორც მე ჩემი ალექსანდრე.

არასოდეს გახდეთ ნატრული იმ ჩახუტების, რასაც დღესდღეობით მე განვიცდი… მთელი გულით და არსებით გმადლობთ, იმ სიტყვებისთვის, რასაც ჩემთვის, ჩვენთვის, უპირობოდ იმეტებთ.

გმადლობთ, უპირობო სიყვარულისთვის.

გმადლობთ და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობთ ინდივიდუალურად. 
გადის დღეები, თვეები, უკვე ერთი წელი და მეორე დაბადების დღე ჩემი ალექსანდრესი, რომელსაც პირადად ვერ ვულოცავ.

ურთულესია, მაგრამ ვმადლობ უფალს, რომ მოლოდინის რეჟიმში ვარ.რადგან ძალიან კარგად ვიცი, ბევრად უარესებიც ხდება. 

უფალო, არასოდეს ვიტყვი: „რატომ მე“, რადგან ამისთვის ენა არ მობრუნდება, მაგრამ გპირდები, რომ შენი მოკვდავი შვილი, მედგრად იდგება და დაელოდება იმ წამს, როცა ინებებ ჩვენს შეხვედრას, როცა ინებებ შენი ჩემდამი საჩუქარი, ჩემი ალექსანდრე ისევ მაჩუქო და გამხადო ღირსი მისი სურნელის ჩასუნთქვის, მისი ჩახუტების.

დედაო ღვთისა, შენი მფარველი კალთა გადააფარე და დაიცავი ავისგან, ჩემი შვილი, ჩემი ალექსანდრე.  
მიყვარხართ თითოეული თქვენგანი, თქვენ ხართ ჭეშმარიტად ადამიანები, მადლობა, რომ არსებობთ, მიყვარხართ და გიგზავნით უდიდეს სითბოს დამსახურებულად. დაგლოცოთ უფალმა და დედა ღვთისამ“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერია, ერთი პაციენტისთვის 10-დან 235 ათას ლარამდე გამოყოფს – ცნობილია ვის შეეხება დაფინანსება
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • რა ეღირება დოლარი და ევრო 5 თებერვალს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge