“არავის აქვს უფლება იურიდიული ჟონგლიორობით გაამართლოს ის, რომ შეიძლება ადგე და ერთ მშვენიერ დღეს ისტორია გადახაზო” – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, სალომე დუნდუამ განაცხადა.
სალომე დუნდუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ამ კედლებთან, ამ ინსტიტუციასთან, აქ გამოჩენილი ადამიანების ხსოვნასთან მიმართებით მოვიქცეთ ისე, რომ მერე ისტორიამ არასდროს გვაპატიოს. დამიჯერეთ, ისტორია ყველას და ყველაფერს მიგვიჩენს ჩვენს ადგილს. ის, რაც საუკუნეებია შექმნა ჩვენმა წინაპრებმა, არავის არ აქვს უფლება არანაირი იურიდიული ნორმით, არანაირი მანიპულირებებით და იურიდიული ჟონგლიორობით გაამართლოს ის, რომ შეიძლება ადგე და ერთ მშვენიერ დღეს ისტორია გადახაზო,” – განაცხადა სალომე დუნდუამ. [შიფრი: “ბათუმელები”]
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ამ იდეას აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.
