ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღწერეს უნიკალური სამედიცინო შემთხვევა, როცა 33 წლის პაციენტმა ფილტვების გარეშე 48 საათი იცოცხლა, რის შემდეგაც მას დონორის ფილტვები წარმატებით გადაუნერგეს.
კაცი გრიპის ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის შემდეგ მძიმე ნეკროზული პნევმონიით დაავადდა. მ
კურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა კრიტიკულად გაუარესდა და ფილტვების დაზიანება შეუქცევადი გახდა. ინფექციის გასაკონტროლებლად ექიმებმა ფილტვების ამოღება გადაწყვიტეს, თუმცა პაციენტის გადასარჩენად სპეციალური ხელოვნური სისტემა გამოიყენეს, რომელიც სისხლს ჟანგბადით ამარაგებდა და ნახშირორჟანგს გამოდევნიდა.
ინოვაციური მეთოდის წყალობით, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, სხვა ორგანოების ფუნქციაც გაუმჯობესდა და ორი დღის შემდეგ ჩატარებული ტრანსპლანტაცია წარმატებით დასრულდა. როგორც გამოცემა Med-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღნიშნული, პაციენტი ორი წლის შემდეგ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნიკა მომავალში სხვა მძიმე პაციენტების გადასარჩენადაც ფართოდ გამოიყენება.
