Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

განათლების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს

February 4, 2026
საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირეს

ოცნებამ განათლების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო – ცვლილებები მიღებულია ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში
ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებით:
• საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს 12 წელი. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება. დაწყებითი, საბაზო და საშუალო
• ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება
• მოსწავლისთვის სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სასკოლო ფორმის ტანსაცმელის ტარება გახდება სავალდებულო
• სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას
უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებით:
• „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლის მომზადების სისტემის ოპტიმიზაციასა და მოთხოვნაზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო მოდელების გაძლიერებას
• უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების რეორგანიზაციის პროცესების სამართლებრივი სიცხადე და რეორგანიზაციის პროცესის ეფექტიან და გამჭვირვალე განხორციელება
• აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა, ასევე დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარის გამო, მოქალაქე 4000 ლარით დააჯარიმეს
  • მთავრობა უცხოელთა ერთიანი რეესტრის შექმნას გეგმავს
  • ცნობილია პოლონეთში დაღუპული ქართველი კაცის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge