Wednesday, February 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უწყებები უარყოფენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პროკურატურის შესვლას

February 4, 2026
უწყებები უარყოფენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პროკურატურის შესვლას

თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც ტაბულას სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანიაში არცერთი საგამოძიებო უწყება არ შესულა.

ტაბულა ასევე დაუკავშირდა თბილისის მერიის პრესსამსახურსაც, რომელმაც ასევე უარყო, რომ სატრანსპორტო კომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მერიის განცხადებით, მერიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება 2023-2024 წლების პერიოდს. უწყების ცნობითვე, მერიის შიდა აუდიტმა შეისწავლა თბილისის სატრასპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები.

შესწავლის შედეგად “გაჩნდა კითხვები”, რის შესახებაც რეაგირებისთვის მასალები გენერალურ პროკურატურაში გააგზავნეს.

“2025 წლის თბილისის მერის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა” და სს “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს” შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურეობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში”. – ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პროკურატურას, როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, მათი წარმომადგენლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არ შესულან. უწყების პრესსამსახურის თქმით, განცხადება გაავრცელეს, თუ რომელ კომპანიაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

4 თებერვალს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ 3 თებერვალს თბილისის ვაგონსარემონტო ქარხანაში [სს “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი”] ჩხრეკა ჩატარდა, გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძვლით დაიწყო.

POG: გაფლანგვაზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა თბილისის ვაგონსარემონტო ქარხანაში
4 თებერვალს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ვაგონსარემონტო ქარხანაში პროკურატურა შევიდა. მოგვიანებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების – ჩხრეკების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამაც.

მოგვიანებით, ასევე TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაშვილებულმა კაცმა 77 წლის შემდეგ საკუთარი ძმები იპოვა
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? უახლესი პროგნოზი
  • “მას ძალიან უყვარს თავისი აშენებული ქვეყანა…”- სტუ-ს რექტორი კობახიძეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge