ბევრი ცდილობს რაციონალურად გაანალიზოს დღევანდელი უბედურებები, მაგრამ მე მაქვს ჩემი და დარწმუნებული ვარ ყველაზე სწორი ახსნა – უბრალოდ პაციენტი დამძიმდა და ყოველდღე უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ფსიქიატრებს მიმართავს და მოუწოდებს “დებატებისთვის“ მზადებას, Straitjacket (შემბოჭავ პერანგი) აიღონ ხელში და სოლოლაკის გზას გაუყვნენ.
ბევრი ცდილობს რაციონალურად გაანალიზოს დღევანდელი უბედურებები, როცა ცუდი ამბები ერთმანეთის მიყოლებით ხდება. ზოგი ამას უკავშირებს რეჟიმის სურვილს ყველაფერი უკრაინის ომის დასრულებამდე მოასწროს, ზოგი რუსეთის შეკვეთას ზოგი კიდევ რას.
მაგრამ მე მაქვს ჩემი და დარწმუნებული ვარ ყველაზე სწორი ახსნა – უბრალოდ პაციენტი დამძიმდა და ყოველდღე უარესდება.
შევხედოთ ფაქტებს – ყველას იჭერს, ყველა ძირითად ქვეყანას გადაეკიდა. ყველგან დიფსთეითი ელანდება, ტრამპს ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს, შვეიცარიულ ბანკთან ერთად. ხალხს წამლავს, უნივერსიტეტებს ხურავს.
უკვე მეათე რეზიდენციას იშენებს, შენობებს ანადგურებს, ბიზნესმენებს პირზე ბოქლომს ადებს, ტროტუარზე დგომისთვის სჯის, ხეებს ეხუტება, ნახატებს ელაპარაკება, საკუთარ ზვიგენზე პოსტისთვის “სროკს” მიმატებს…
ახლა მინდა მივმართო თვითგამოცხადებულ ფსიქიატრებს, მე რომ მრავალი წლის განმავლობაში “გიჟს” მიწოდებდით, აქ რამე ანომალიას ამჩნევთ თუ უბრალოდ არ იმჩნევთ?
და სადამდე უნდა ამყოფოთ საკუთარი თავი და ქვეყანა ამ მდგომარეობაში, “დებატებისთვის” კი არ უნდა ემზადებოდეთ, არამედ Straitjacket (შემბოჭავ პერანგს) იჭერდეთ ხელში და სოლოლაკის გზას მიუყვებოდეთ, – წერს სააკაშვილი.
