ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
,,ორი ლაინერიდან ერთ კატამარანს ვაკეთებთო…ასე “გენიალური” აღიარება მოვისმინეთ ქართული ოცნებისგან უნივერსტეტების გაერთიანებაზე.
ცნობისათვის – ლაინერი დიდი, კომფორტული გემია მგზავრების გადაყვანისთვის, ხოლო კატამარანი ტივია, რომლითაც ძირითადად ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე სარგებლობენ.
ალბათ ინდოელი სტუდენტებისთვის წამოიწყეს ეს რეფორმა”- წერს გია ხუხაშვილი.
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ამ იდეას აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.
