Tuesday, February 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დებატებში მონაწილეობაზე უარი აჩვენებს, როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტია – მათ უკან დაიხიეს, რაც გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს” – ნინო წილოსანი

February 3, 2026
“28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები” – ნინო წილოსანი 28 ნოემრებს დაანონსებულ აქციაზე

იმის საილუსტრაციოდ, როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტიის წარმომადგენლები, მათ ერთ-ერთი მედიასაშუალების შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვეს, თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი პირობა უკან წაიღეს – უარის ერთადერთი ახსნა მათი გარე პატრონების გადაწყვეტილებაა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან, – ამის შესახებ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

წილოსანის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების დებატებში მონაწილეობის უარის მიზეზები „თითიდან გამოწოვილია“.

„ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის ჩახშობა გახდა. დებატების არსებობა ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის განსხვავებული პოზიციების ჯანსაღ ფორმატში მოსმენის შესაძლებლობა წაერთმიათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განხორციელებაც, უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს.

მედიასტანდარტად ლანძღვის შეურაცხყოფისა და სიცრუის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკუსიისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მხილებისთვის სივრცის მოსპობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. დებატების მოსმენის დროს ხალხს აქვს შესაძლებლობა, ტყუილი და მართალი მარტივად გაარჩიოს, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალური ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ჯანსაღი დებატების ფორმატში განსხვავებული პოზიციების მოსმენისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაერთმიათ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს.

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს.

ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. მან საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის, ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირ უარი არავის გაჰკვირვებია. პირიქით, ასაკრძალი პარტია და მათი რადიკალი წარმომადგენლები ვერაფრით გახდებოდნენ დებატების მხარე, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც, ერთგვარ ხრიკს მიმართეს და, თითქოს, თანხმობა განაცხადეს, თუმცა, ისეთი სასაცილო და აბსურდული პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს.

იმის საილუსტრაციოდ როგორ ეკვრის დედა პარტიას „გახარიების“ პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედიასაშუალების შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვეს, თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი პირობა უკან წაიღეს და პროცესში ჩართვაზე უარი აბსურდული მიზეზით განაცხადეს.

გახარიას პარტიის წარმომადგენლების უარის ერთადერთი ახსნა მათი გარე პატრონების გადაწყვეტილებაა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან.

მათი დასახელებული მიზეზები რომ თითიდან გამოწოვილია, ისიც მეტყველებს, რომ თავიდანვე კარგად იცოდნენ როგორ ფორმატში, ვისთან ერთად უნდა გაემართათ დისკუსია, ეს კი მათ ფსევდოარგუმენტებს ყველანაირ საფუძველს აცლის.

ბუნებრივია, ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. ვისთვისაც პოლარიზაცია და საზოგადოების დაპირისპირება აუცილებელი პირობაა ამ ქვეყანაში არეულობის დასაორგანიზებლად. შესაძლოა გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, თუმცა, მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დებატებისა და დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან. ამიტომაც, ფსონს კვლავაც გაურკვევლობაზე, რადიკალიზმზე და ხელოვნური პოლარიზაციის გაღვივებაზე აკეთებენ.

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ. დებატებში კი არა, არჩევნებში დემოკრატიის ამ აუცილებელ პროცესშიც კი არ აღებინებდნენ მონაწილეობას. „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვის პერიოდში პირდაპირი დირექტივები ჟღერდებოდა, რომ „შინაარსის განხილვაში შესვლა, „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა სასარგებლო.

ადგილობრივმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. მათი დავლებების მიმცემნი კი მათ სიტყვას გაატეხინებენ, როგორც ეს წარსულში უკვე არაერთხელ მოხდა.

მეტიც – 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების პარალელურად, კარგად გვახსოვს ორი ადამიანის თანხმობა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე, რომელიც დებატების გამართვას გულისხმობდა, თუმცა, მათ წინააღმდეგ აგორებული ბულინგის კამპანიისა და ზეწოლის ფონზე, დისკუსიაზე უარი ათქმევინეს.

ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ნათელია, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა და მათთვის დავალებების მიმცემმა უცხოელებმა ზუსტად იციან, სიმართლე სად არის, ისიც ზუსტად იციან, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში აუცილებლად დამარცხდებიან. ხოლო ის, ვინც ამდენს ვერ ხვდება და დამოუკიდებლად, პატრონებთან შეუთანხმებლად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ორი ადამიანის, ან გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბედს გაიზიარებს. უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ და სიტყვას გაატეხინებენ. ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც საკუთარი ინტერესების მსახურების ნაცვლად, უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ხდება, როცა მშიერი ორგანიზმი შაქარს მიიღებს
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში? – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge