მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია გლობალური საფონდო ბაზრის განსაკუთრებით პოზიტიური იყო: მსხვილმა ამერიკულმა ინდექსებმა საშუალოდ 0.5%-იანი ზრდა დააფიქსირეს, ევროპის მასშტაბით მატების დინამიკა 1%-ის ფარგლებში იყო, ხოლო აზიურ ინდექსებთან მიმართებით 2.5%-იან ზრდის დინამიკა ვიხილეთ.
კომპანიების აქციების ზრდის პარალელურად, მკვეთრად, თითქმის 5%-ით გაიზარდა ოქროს ფასი, ხოლო ვერცხლის ზრდის მაჩვენებელი 24 საათში 9%-ს აღწევს.
ასევე, 3%-ით არის გაზრდილი კრიპტოინდუსტრიის შეფასება და ბიტკოინის მსგავსად, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ყველა მსხვილ კრიპტოვალუტასთან მიმართებით.
ამჟამად კაპიტალის ბაზარზე დაფიქსირებული აღმასვლის დინამიკა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მთავარი საბაზისო ეფექტი და პარასკევის ანომალიური სავაჭრო სესიაა, რომელიც ტრეიდერების ლიკვიდაციით და სპეკულაციური ვაჭრობის უჩვეულოდ მაღალი მოცულობით იყო გამორჩეული. მოგეხსენებათ, პარასკევის სესიაზე ოქრო 21%-ით, ხოლო ვერცხლი 40%-ით გაუფასურდა, რასაც კომპანიების აქციების შემცირება და კრიპტოვალუტების ვარდნაც მოყვა. განაგრძეთ კითხვა
