Tuesday, February 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება – უცნობია ითანამშრომლებს თუ არა “ქართული ოცნება” ორგანიზაციასთან

February 3, 2026
ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება – უცნობია ითანამშრომლებს თუ არა “ქართული ოცნება” ორგანიზაციასთან

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება – “ქართულმა ოცნებამ” მალე უნდა განაცხადოს ითანამშრომლებს, თუ არა “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ჩამოსულ მისიასთან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება უკვე ნიშნავს, რომ 24 ქვეყანა ხედავს, რომ საქართველოში “დემოკრატიის ყველა პრინციპი დარღვეულია”.

ნათელია, რომ ვინც აგებს პასუხს, არის ის ვინც არის ძალაუფლებაში, ვინც მართავს ამ ქვეყანას უკვე 13 წელია და ვინც დაარღვია ყველა ის მთავარი პრინციპი, რაზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. ეს ნიშნავს, პირველ რიგში, მონიტორინგს იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გაერთიანდნენ და ეს მექანიზმი მიაღებინეს ეუთოს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში პრაქტიკულად დემოკრატიის ყველა პრინციპი დარღვეულია და მიდის ეს ქვეყანა, თუ მისულია ძალიან ახლოს იმასთან, რასაც ჰქვია ავტორიტარული რეჟიმი, თუ დიქტატურა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან სამწუხარო ნიშანი იმის, თუ სად ვართ მიუსლი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, ითანამშრომლებს თუ არა ეუთოს მისიასთან, ხელს არ უშლის “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას.

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ეუთომ აპრილის დასაწყისში უკვე უნდა გამოაქვეყნოს “დადგენილი ფაქტები”, რაც მისივე თქმით, “ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება”.

ეუთოს “მოსკოვის შეთანხმების” უპირატესობა არის ის, რომ ძალიან სწრაფად, დაახლოებით 3 თვეში სრულდება პროცესი, 6 დღეში გამოცხადების დღიდან “ოცნებამ” უნდა განაცხადოს შედის თუ არა თანამშრომლობაში ეუთოსთან და თავისი მხრიდან ექსპერტი აარჩიოს, დამტკიცებული სიიდან, თუ არა – ეს ხელს არ უშლის ამ მექანიზმის ამოქმედებას და დაახლოებით მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში უკვე უნდა იყოს დადგენილი ფაქტები ამ მექანიზმის მეშვეობით უკვე გამოქვეყნებული და ეს არის შესაბამისად უკვე შესაძლებლობა დამატებითი სანქციების დაწესების ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

“მოსკოვის მექანიზმი”, როდესაც ბოლო წლებში, ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული… ლუკაშენკო პუტინი და ივანიშვილი არიან გათანაბრებული ამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” თანახმად,” – თქვა თეონა აქუბარდიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე იხსენებს, რომ “ბოსნიაში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე ზუსტად ასეთი ანგარიში გახდა საფუძველი ძალიან ბევრი ადამიანის დაპატიმრების”.

მანდატი, ფაქტების შემსწავლელი მისიის და ამ გამოძიების, არის კონკრეტული კონკრეტული მიმართულებები, ეს არის – ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა, მედიის თავისუფლება და მედიის მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, როგორიც არის მაგალითად სისტემური წამება და ასეთი მექანიზმი არის ძალიან იშვიათი.

ძალიან მძიმე შემთხვევები მახსენდება, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში, ბოსნიაში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე ზუსტად ასეთი ანგარიში გახდა საფუძველი ძალიან ბევრი ადამიანის დაპატიმრების.

შემთხვევები, როდესაც ასეთი მექანიზმი ამოქმედდა, ყველა ქვეყანაში იყო განსაკუთრებით მძიმე ადამიანის უფლების სისტემური დარღვევები. ამიტომ, საქართველოს მოხვედრა “მოსკოვის მექანიზმის” ქოლგის ქვეშ, რომელიც განსხვავდება “ვენის მექანიზმისგან” და არ არის დიპლომატიური, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა – და ექსპერტულ მისიას ქმნის.

ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, – კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ “ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას”.

24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ “როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები”.

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა – რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მომისმინე, ძმა, შენ რაღაც აგრესიულად მელაპარაკები თუ მეჩვენება?“ – შსს „ქურდული გარჩევის“ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
  • ნიპას ვირუსი 2026 წლის გლობალური ჯანდაცვის მთავარი გამოწვევა
  • რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა – Reuters

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge