თსუ-ს პირველ კორპუსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. დღეს 11 საათზე წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს სხდომაა დანიშნული, სადაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ. დაცვა სტუდენტებს შენობაში არ უშვებს და “უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე” ალტერნატიულ გზას სთავაზობს.
საბჭოს წევრი პროფესორ-მასწავლებლები კი შენობაში არა ცენტრალური, არამედ გვერდითა შესასვლელიდან, ნული სართულიდან შედიან.
