ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მანუჩარ ჩაჩუამ გამოაცხადა.
რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით 31 იანვარს დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც ბესელიამ შვილის მონახულების შემდეგ თქვა, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მილორავა ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
