იაპონიაში, ძლიერი თოვლის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.
ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში თოვლის საფარი 167-დან 273 სანტიმეტრამდე მერყეობს, რაც ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურების მონაცემებით, 1945 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით თოვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
