ეკა ბესელიას განცხადებით, მის შვილთან, რატი მილორავასთან მიმართებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ავტომანქანას დაეჯახა“ სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც “მართლმსაჯულების“ სახლის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, მის შვილზე დაკავების დროს იძალადეს – “ყელაზე აქვს ნაჭდევები”
“პროპაგანდისტული მედიით ვიდრე დამესხმებით თავს სიმართლე არის ეს : გუშინ ღამის 24 სთ დამირეკეს , რომ ჩემი შვილი რატი საპატრულო პოლიციამ დააკავა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს . რა დროც გზაში დამჭირდა მივედი ვაკე საბურთალოს გზაზე , სადაც ყავდათ გაჩერებული ავტო/ მანქანა და თავად ჩემი შვილი გადაყვანილი ყავდათ სადღაც … როგორც მითხრეს ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა , გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის ა/
მანქანას მიედო ისე , რომ არც ერთი მანქანა არაა დაზიანებული. ტაქსის მძღოლმა განაცხადა , რომ არანაირი პრეტენზია არ ქონდა და გაუშვეს .მთავარი იწყება ამის შემდეგ : ღამის 24 საათიდან 03 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილა და ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას , პოლიციის უფროსად ვინც გამეცნო მითხრა , რომ დიღმის
სამმართველოშია , წავედით დიღომში და იქ არ იყო ….როგორც ხდება ამ ბოლო დროს … ვეძებეთ , ვრეკეთ და ღამის 03 სთ მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ქონდათ .1 სთ ეზოში ყავდათ გაჩერებული .ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა. ვთხოვე მშვიდად ყოფილიყო. ღამე ვერ შევედი და დილით ბევრი ზარის შემდეგ შევედით იზოლატორში როგორც იქნა …აი ესაა მეორე
მთავარი ისტორია – შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით , ხელზე სიწითლეებით …ახლა 15.35 საათია და არც დამკავებელი ვიცი , არც დაკავების ოქმი მაქვს , არც არაფერი რაც უნდა გადასცე დაკავებულ პირს .იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს .. ახლადნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით , საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იგივეს განმეორება … რაც დაარღვია – ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს , მაგრამ
ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს – იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩდება ? 4 ადვოკატი ვეძებთ საქმის ავტორს და მასალებს ამ დრომდე …. არ მქონდა წერის თავი ისე ვიყავი ემოციურად , მაგრამ ახლა ვწერ რადგან დაიწყო წერა პროპაგანდამ ათასი სიბინძურის გავრცელება … კანონის დაცვას ვითხოვ , ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს!სხვა არაფრის შიში რომ არ მაქვს , ეს ორივე რეჟიმმა – წინამ და ახლანდელმაც კარგად იცის !”, – წერს ეკა ბესელია.
